მზადდება ნიადაგი დიდი სამოქალაქო დაპირიპირებისთვის - დემურ გიორხელიძე
მზადდება ნიადაგი დიდი სამოქალაქო დაპირიპირებისთვის - დემურ გიორხელიძე

A+ A-

12:28 09/07/2019

ინტერვიუ ექსპერტ დემურ გიორხელიძესთან

ცარიალ ნიადაგზე  ქვეყანაში მივიღეთ დაძაბულობა, რომელიც სახელმწიფოს განვითარებას დიდ საფრთხეს უქმნის. როგორც ჩანს, საქართველო იმ თვითმკვლელების რიგს განეკუთვნება, რომელიც სხვისი დავალებით მზად არის, ხარაკირი გაიკეთოს“,- ამის შესახებ “2020NEWS“-თან ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოსთვის მორიგი ეკონომიკური სანქციების დაწესება ქართულ ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

- ბატონო დემურ, ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, რუსეთის დუმა  ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და ფულადი გზავნილების აკრძალვას აპირებს. თქვენი მოსაზრებით, აღნიშნული ეკონომიკური სანქციები ქართული ეკონომიკისთვის რამდენად მძიმე შედეგის მომტანი იქნება?

- იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მიერ ქართული ღვინო, მინერალური წყლები და ფულადი გზავნილები აიკრძალება, საქართველოს დანაკარგები სოლიდური იქნება. ბოლო წლებში საქართველოსთვის რუსეთი იმპორტ-ექსპორტის თვალსაზრისით ერთ-ერთი უპირველესი ქვეყანაა.  ადამინები, რომლებიც  დაკავებულნი არიან ტურიზმითა და ბიზნესის წარმოებით, სერიოზულად დაზარალდებიან. გარდა ამისა, რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკისა და უსაფრთხოების პრობლემა დგას. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტები წარმოიქმნება მაშინ, როცა ქვეყნები ერთმანეთს არ ენდობიან და არ ესაუბრებიან, აქედან გამომდინარე, საქართველოს უსაფრთხოების პრობლემა სერიოზულია.

- ვლადიმერ პუტინის მიმართ “პოსტკრიპტუმის“ გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას არაეთიკური განცხადება, რომელიც რუსეთის მხრიდან მორიგი სანქციების დაწესების წინაპირობა გახდა,“ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობად შეაფასეს. ხელისუფლების ამ პათოსს იზიარებთ?

- გიორგი გაბუნიას განცხადება თავიდან ბოლომდე კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რასაც სერიზოული მიზნები ჰქონდა. მისი განცხადების უკან შესაძლოა, მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა“ არ იდგეს. ოკუპაციიდან თავის დაღწევას პრაგმატული სახელმწიფო პოლიტიკის გატარება სჭირდება. ქართული პოლიტიკა უსუსურ მდგომარეობაშია. ამ პროცესებზე კი პასუხიმგებლობას არ იღებენ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არიან. ცარიალ ნიადაგზე  ქვეყანაში მივიღეთ დაძაბულობა, რომელიც სახელმწიფოს განვითარებას დიდ საფრთხეს უქმნის. როგორც ჩანს, საქართველო იმ თვითმკვლელების რიგს განეკუთვნება, რომელიც სხვისი დავალებით მზად არის ხარაკირი გაიკეთოს.

- გუშინ პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო და “თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა, რამაც ექსცესების გარშე არ ჩაიარა. თქვენი მოსაზრებით, საქართველოში ურთიერთდაპირიპირებული ჯგუფების აქტიურობა ესკალაციას გამოიწვევს?

- საქართველოში ყველა ჯგუფს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა, მაგრამ  ჩვენს ქვეყანაში განვითარებული პროცესები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დიდი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის ნიადაგი მზადდება. ნურავის ჰგონია, რომ ქართველებს დააჩოქებენ და თავზე გადაუვლიან. რატომ მიდის ეს პროცესები?! იმიტომ, რომ  გათახსირებული ხალხი ვიღაცისთვის მარტივი სამართავი იქნება, რისი იმედიც არავის არ უნდა ჰქონდეს. ხელისუფლება სისუსტის გამო ვერ მართავს პოლიტიკურ პროცესებს, რაც ქვეყნისთვის ძალიან საშიში ტენდენციაა. 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე