გალტ & თაგარტმა თბილისის მერიასთან პარტნიორობით ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართა
გალტ & თაგარტმა თბილისის მერიასთან პარტნიორობით ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის სემინარი გამართა

A+ A-

13:44 09/07/2019

გალტ & თაგარტმა თბილისის მერიასთან პარტნიორობითა და  ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებისთვის სემინარი გამართა. სემინარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: ტურიზმის და სასტუმროების, მათ შორის მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების მიმოხილვა, ფასების დინამიკა, კონკურენცია, ტურისტული ელექტრონული პლატფორმები, ასევე, სასტუმროების პოზიციონირება, კრიზისების მართვა, საბანკო პროდუქტებისა და დაფინანსების ხელმისაწვდომობა.

„გალტ & თაგარტი წლების განმავლობაში აქტიურად ფარავს საქართველოს ტურიზმის სექტორს და მუდმივად აწვდის ბაზარს უახლეს ინფორმაციას ტურიზმში მიმდინარე ტენცენციებსა და მოლოდინებზე. გალტ & თაგარტის კვლევებს და პროგნოზებს ფართო გამოყენება აქვს როგორც საქართველოში, ისე უცხოელ ინვესტორებში. ამჯერად, თბილისის მერიის მხარდაჭერით გალტ & თაგარტმა  ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მცირე და საშუალო კომპანიებს წარუდგინა პრეზენტაცია სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მოლოდინებზე რუსეთის სანქციებიდან გამომდინარე. პრეზენტაცია ასევე მოიცავდა შესადარისი ქვეყნების მაგალითებს და შედარებით პატარა სასტუმროების განვითარების დინამიკას“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

“საუკეთესო მახასიათებლები, რომელიც ჩვენს ქალაქს, ქვეყანას გააჩნია, აუცილებლად სწორად უნდა იქნესგამოყენებული, როგორც ქვეყნის საკეთილდღეოდ, ასევე, ეკონომიკური განვითარებისთვის. ამას სჭირდებახელშეწყობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სერვისების გაუმჯობესება. ამისთვის, დედაქალაქის მერიის მხრიდანიქნება მაქსიმალური თანადგომა. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. იზრდებასასტუმროების, ჰოსტელებისა და კაფე-ბარების რაოდენობა. ეს ყოველივე თითოეულ მოქალაქეზე აისახება. იქმნებადასაქმების ადგილები, მათ შორის ახალგაზრდებისთვის. ამ პროცესს ხელი უნდა შევუწყოთ“, - აღნიშნა დედაქალაქისმერმა, კახა კალაძემ.

მცირე და საშუალო განთავსების ობიექტებისთვის გამართულ სემინარზე საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია თუ როგორ უნდა გამოიყენონ ბიზნესებმა თანამედროვე ციფრული მარკეტინგული არხები ტურისტების მოსაზიდად და რა ფინანსური შესაძლებლობები და პროდუქტებია ხელმისაწვდომი  სექტორის მოთამაშეებისთვის.