"იიი, ნახე ელჭიპიტის დამცველი მღვდელი" - მამა თომა  ანტისაოკუპაციო აქციიდან 
"იიი, ნახე ელჭიპიტის დამცველი მღვდელი" - მამა თომა  ანტისაოკუპაციო აქციიდან 

A+ A-

13:50 09/07/2019

ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მხატვარი ქეთი კალაძე იგივე "მაჯლაჯუნა ლუ“ სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის თავის სულიერ მოძღვართან ოქროყანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარ, მამა თომა ყალამბეგაშვილთან ერთადაა ასახული. ფოტო განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გუშინ ლევან ვასაძემ, მმკ-მ და მათთან ასოცირებულმა სასულიერო პირებმა ანტისაოკუპაციო აქციის ჩაშლა სცადეს:

"მართალი და სუფთა ადამიანი... უამრავ რამეზე ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, ვიხარხარეთ, მისმინა, ვუსმინე... ცოტა დაბნეულები კი გვიყურებდნენ გამვლელ-გამომვლელები. ასეთ ფრაზასაც მოვკარით ყური: "იიი, ნახე ელჭიპიტის დამცველი მღვდელიო ". ამაზეც ბევრი მაცინა ...

ჰოდა,  მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია მაჯლაჯუნას გვერდზე შემოსკუპება და იმის მოხერხება, რომ მე ოქროყანაში ავალ ხოლმე ეკლესიაში, თუნდაც მარტო ამ კაცის ბევრჯერ სანახავად ...

p.s იასამნის ლიქიორი მოვიგონეო და რომ ამოხვალთ გამისინჯეთო“, - წერს "მაჯლაჯუნა ლუ“.