გიგი უგულავა გამოკითხვაზე ხვალ მივა
გიგი უგულავა გამოკითხვაზე ხვალ მივა

A+ A-

19:45 09/07/2019

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 10 ივლისს დაკითხვაზე მივა. ამის შესახებ პოსტი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა. 

„ხვალ დილით 10 საათზე მივდივარ დაკითხვაზე 20 ივნისის გავრილოვის ღამეზე, იმათ ენაზე სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე“, - წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, გიგი უგულავას შსს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იბარებს გამოკითხვაზე.