"ეროვნული ბანკი უშვებს და უშვებს შეცდომებს“
"ეროვნული ბანკი უშვებს და უშვებს შეცდომებს“

A+ A-

18:34 09/07/2019

"ქვეყანაში ჩამკვდარია საინვესტიციო პროცესი, ეროვნული ბანკი უშვებს და უშვებს შეცდომებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურებაში დამნაშავეა მთავრობა და ეროვნული ბანკი.

"ის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც წლების განმავლობაში ტარდებოდა და ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანდა, ძალიან კარგად ჩანდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ფაქტობრივად, ქვეყანაში ჩამკვდარია საინვესტიციო პროცესი. ეროვნული ბანკი არის ნომინალური ფიგურა ფინანსურ სექტორში, უშვებს და უშვებს შეცდომებს. მთავრობისა და ეროვნული ბანკის ბრალი არის ის, რაც ხდება ახლა. გამოსავალი არის ის, რომ რადიკალურად უნდა შეიცვალოს ის პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ფორმირდება. სამწუხაროდ, წლის განმავლობაში ნაგროვებ ნეგატივს, ერთ დღეში ვერ შეცვლის. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ სწრაფად უნდა იმოქმედონ. მთავრობამ ბიუჯეტი უნდა შეცვალოს და ეროვნულმა ბანკმა უნდა გაამკაცროს“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.