ოდესის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოტეხა (ვიდეო)
ოდესის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოტეხა (ვიდეო)

A+ A-

11:34 10/07/2019

ოდესის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინულ მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ოდესაში „კრაიანის საქმის“ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და მათთან ერთად სასამართლოს დარბაზში შეჭრა სცადა.

საბოლოო ჯამში, დარბაზთან არსებულ კორიდორში დაპირისპირება დაიწყო. ამ არეულობის დროს მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი ჰკრა, რა დროსაც ქალმა ხელი მოიტეხა.