“კეთილი პუტინის” ხატს დაწერს კოლაბორაციონისტი მთავრობა და ფსევდომღვდლები კი ოსანას უმღერებენ "
“კეთილი პუტინის” ხატს დაწერს  კოლაბორაციონისტი მთავრობა და ფსევდომღვდლები კი ოსანას უმღერებენ "

A+ A-

12:11 10/07/2019

“კეთილი პუტინის” ხატს დაწერს კოლაბორაციონისტი მთავრობა და ფსევდომღვდლები კი ოსანას უმღერებენ - ამის შესახებ “რუსთავი 2“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“კეთილი პუტინის” ხატს დაწერს მალე საქართველოს კოლაბორაციონისტი მთავრობა და გუშინ მოქადაგე ფსევდომღვდლები ეკლესიაში შეიტანენ და ოსანას უმღერებენ. აქ ვართ ახლა და გავაცნობიეროთ. ან ეგენი უნდა დარჩნენ, ან ჩვენ. ან რუსები, ან ქართველები. მესამე არჩევანი არაა. ახლა ხელისუფლების გადანაწილება კი არ ხდება, ქვეყნის გადარჩენის საკითხი დგას. გავაცნობიეროთ და ვიბრძოლოთ. რა ემბარგო, რა ბორჯომი და ღვინო. სახელმწიფოებრიობა ან გვექნება ან არა – ეს წყდება ამ დღეებში” - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ სანქციებთან და გიორგი გაბუნიას მიმართვასთან დაკავშირებით გუშინ, პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო საქართველოს სანქციებს არ დაუწესებდა.

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.