"ყველა ოლიგარქი და შეურაცხადი უნდა გავხვეტოთ პოლიტიკიდან!” - ლევან ლორთქიფანიძე
"ყველა ოლიგარქი და შეურაცხადი უნდა გავხვეტოთ პოლიტიკიდან!” - ლევან ლორთქიფანიძე

A+ A-

15:18 10/07/2019

ზეციდან მოვლენილი ცეცხლით დაიწვება ის ქვეყანა, სადაც ამ არაკაცს ხალხი პოლიტიკურ ძალაუფლებას მისცემს. ფრთხილად კიდევ ერთმა ქურდობით გამდიდრებულმა არ აამღვრიოს წყალი , - ამის შესახებ მემარცხენე აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე სოციალუ ქსელში წერს და მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებას ეხმიანება. 

“მორიგი ნაძირალა და დებილი აპირებს ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას, რომელსაც მიზნად დაუსახავს ქვეყნის გაერთიანება და გათავისუფლება.

მთელი ცხოვრება ქვეყანას ყოფდა, ანაწევრებდა, აღარიბებდა, იმონებდა, თავადაც ყველა მთავრობას ემონებოდა და ახლაღა მოისურვა გაერთიანება და თავისუფლება.

ზეციდან მოვლენილი ცეცხლით დაიწვება ის ქვეყანა, სადაც ამ არაკაცს ხალხი პოლიტიკურ ძალაუფლებას მისცემს. ფრთხილად კიდევ ერთმა ქურდობით გამდიდრებულმა არ აამღვრიოს წყალი.

ყველა ოლიგარქი და შეურაცხადი უნდა გავხვეტოთ პოლიტიკიდან!”- წერს ლორთქიფანიძე.  

შეგახსენებთ, გუშინ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა და ბიზნმესმენმა მამუკა ხაზარაძემ ახალია საზოგადოებრივი მოძრაობის დაარსება დაანონსა.