“არ ვცნობ თავს დამნაშავედ” – მიხეილ კალანდია
“არ ვცნობ თავს დამნაშავედ” – მიხეილ კალანდია

A+ A-

12:08 11/07/2019

ხორავას ქუჩაზე სისიხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მას ბრალი ედება დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში.

ამასთან, მოსამართლემ განუმარტა მას უფლებები და ჰკითხა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში.

“არ ვცნობ თავს დამნაშავედ” – განაცხადა მიხეილ კალანდიამ.

შეგახსენებთ, რომ  მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.