მერებაშვილი თავისუფალია
მერებაშვილი თავისუფალია

A+ A-

13:20 11/07/2019

მოსამართლემ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ განმარტა, რომ მერებაშვილს პატიმრობის ვადა ეწურება 15 ივლისს და ვინაიდან 15-მდე ვერ ჩაინიშნება სასამართლო სხდომა, მერებაშვილი უნდა გათავისუფლდეს დარბაზიდან.

სხდომაზე დამსწრეები მის გათავისუფლებას ტაშით შეხვდნენ.

​ამ საქმეზე მერებაშვილის გარდა, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი არიან ბრალდებულები, რომლებიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არიან მსჯავრდებულები, შესაბამისად, ცხრათვიანი ვადა მხოლოდ მერებაშვილზე ვრცელდება.

შემდეგი სხდომა 22 ივლისს, 14:00 საათზე გადაიდო.