"აქციაზე ოდიოზური ხალხი დგას, ერთი თვითმფრინავის გადაფრენისას წითელ ხიდზე ამოყოფენ თავს"
"აქციაზე ოდიოზური ხალხი დგას, ერთი თვითმფრინავის გადაფრენისას წითელ ხიდზე ამოყოფენ თავს"

A+ A-

13:30 11/07/2019

ინტერვიუ უმრავლესობის წევრ დეპუტატთან, კარლო კოპალიანთან

“ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გააპროტესტებს რუსულ ოკუპაციას, რადგან მას არა აქვს ამის უფლება. “ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, რომ საქართველოში ტურისტების მაგივრად, რუსეთის ჯარი შემოვიდეს და რუსებმა საქართველო დაბომბონ.

ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც აბსოლუტურად გაკოტრებულია. სამწუხაროდ, ამ პარტიას არ აინტერესებს ქვეყნის ბედ-იღბალი და მოქალაქეების მდგომარეობა“,- ამის შესახებ “2020NEWS“-თან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კარლო კოპალიანმა განაცხადა.

- ბატონო კარლო, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია 22-ე დღეა გრძელდება, სადაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. “ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ ეს აქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მართული, რომლის მიზანი ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრაა. თანაგუნდელთა ამ პოზიციას თქვენც იზიარებთ?

- პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, რა თქმა უნდა, მართული პროცესია კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობისისა“ და მისი განაყოფების მიერ. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ვერავინ ვერავის მოატყუებს. ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე მაშინ, თუ რუსეთის ოკუპაციას მხოლოდ ის ადამიანები აპროტესტებენ, რომლებიც რუსთაველზე დგანან. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აპროტესტებს და არა ის 200 კაცი, რომელიც სამარცხვინოდ რუსთაველზე დგას. “ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გააპროტესტებს რუსულ ოკუპაციას, რადგან მას არა აქვს ამის უფლება. “ნაციონალური მოძრაობას“ უნდა, რომ საქართველოში ტურისტების მაგივრად, რუსეთის ჯარი შემოვიდეს და რუსებმა საქართველო დაბომბონ. ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც აბსოლუტურად გაკოტრებულია. სამწუხაროდ, მას არ აინტერესებს ქვეყნის ბედ-იღბალი და მოქალაქეების მდგომარეობა.

- იმ ფონზე, როცა 20 ივნისს რუსი დეპუტატისთვის სერგეი გავრილოვისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობამ საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოწვია, რატომ ფიქრობთ, რომ რუსთაველის გამზირზე მყოფი ახალგაზრდები “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ ძალას წარმოადგენენ?

- ეს ხალხი პოლიტიკურად ანგაჟირებული არ უნდა იყოს. ადამიანები, რომლებმაც შარვლის ჩახდით გააპროტესტეს რუსეთის ოკუპაცია, არაფრის გამკეთებლები არ არიან, სოწორედ ასეთი ადამიანების კატეგორია დგას რუსთაველზე. რაც შეეხება გულწრფელ პროტესტს, რა თქმა უნდა, გულწრფელი პროტესტი იყო პირველ დღეს, მაგრამ შემდგომ ვნახეთ, ვინ დაიკავა ტრიბუნა და ვინ მოუწოდებდა ახალგაზრდებს პარლამენტის შტურმით აღებისკენ. კარგად ვნახეთ რომელი ადამიანები თათბირობდნენ ტრიბუნის უკან, რომლებსაც არა აქვთ ოკუპაციაზე საუბრის უფლება, რადგან მათმა დამღუპველმა პოლიტიკამ გამოიწვია ქვეყნის ოკუპაცია. როდესაც “ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობდნენ, რომ ეს იყო ხალხის გულწრფელი პროტესტი, მაშინ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან როგორც მხარე “ნაცმოძრაობა“, რატომ ჯდებოდა?! 

- 20-21 ივნისის ღამეს “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ხელისუფლება მოლაპარაკებების გამართვას აპირებდა. აღნიშნული მოლაპარაკების ინიციატორი, რომელიც ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ ვეღარ შედგა, სწორედ, თავად ხელისუფლება იყო.

- “ნაციონალური მოძრაობა“ ხელისულებასთან მოლაპარაკებაზე რატომ უნდა შესულიყო?! ხალხი უნდა შესულიყო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე, გიგა ბოკერია და ნიკა მელია რა შუაში იყო?! ასეთ ადამინებთან ხელისუფლება მოლაპარაკებებზე არ დაჯდებოდა, რადგან ეს ყველაფერი მათი ორგანიზებული იყო. 20 ივნისს პარლამენტის წინ შეკრებილ 500 კაცს პირდაპირ უნდოდა ქვეყნის დაქცევა და პარლამეტის შტურმით აღება. სიმართლე გითხრათ, პარლამენტის წინ ტრიბუნაზე იმდენად ოდიოზური ხალხი დგას, რომ მიმაჩნია, თბილისის თავზე ერთმა თვითფრინავმა რომ გადაუფრინოთ, ყველა წითელ ხიდზე ამოყოფს თავს.

- რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20% -ის ოკუპაციისა და ჰიბრიდული ომის წარმოების ფონზე, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართვა თავად გააპროტესტეთ? აღნიშნულ ფატზე, როგორი იყო თქვენი რეაქცია?

- როცა სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდა, ის მაშინ გახდა ოკუპანტი?! თუ გავრილოვი დარბაზში იქნებოდა, მაშინ "ნაცმოძრაობას“ პროტესტი არ გაუჩნდებოდა?! ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე 15 რუსი დეპუტატი იყო ჩამოსული გასულ წლებში, მაშინ სად იყო “ნაცმოძრაობა“ და გიგი წერეთელი, რომელიც მეგობარი არის გავრილოვის?! კი, ბატონო პროტოკოლი დაარღვია გავრილოვმა, ის არ უნდა მჯდარიყო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლზე, რაც მეც გავაპროტესტე. ეჭვი არ მეპარება, რომ სერგეი გავრილოვის მიერ მოწყობილ ამ პრვოკაციაზში მას მხარს უჭერდა “ნაცმოძრაობა“, რადგან ეს პარტია სუფთა რუსული ნარატივის გამტარებელია. აღნიშნულის შესახებ პირველი პროტესტი “ნაცმოძრაობას“ კი არ გამოუთქვამს, პირველი პროტესტი “ქართულმა ოცნებამ" გამოხატა ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის სახით.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე