მადლობა პოლიტიკურ სპექტრს, რომ ჩვენკენ მომართული ძლიერი დარტყმა საკუთარ თავზეც აეღო - შოთა დიღმელაშვილი
მადლობა პოლიტიკურ სპექტრს, რომ ჩვენკენ მომართული ძლიერი დარტყმა საკუთარ თავზეც აეღო - შოთა დიღმელაშვილი

A+ A-

14:11 11/07/2019

ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი პოლიტიკურ სპექტრს მადლობას უხდის.

"უღრმესი მადლობა მთელ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც გუშინდელ ბრძოლაში მხარში დაგვიდგა და გადაწყვიტა, ჩვენკენ მომართული ასეთი ძლიერი დარტყმა საკუთარ თავზეც აეღო. გარანტირებული არაფერი იყო, მით უმეტეს - საეტაპო გამარჯვება.

მთავარი მადლობა კი იმ ინდივიდებს ეკუთვნით, ვინც ამჟამინდელი სახელმწიფოს ყველაზე მტრული სახის წინააღმდეგ გამოვიდნენ და რაც უფრო მნიშვნელოვანია, დარჩნენ, დადგნენ ბოლომდე უთანასწორო ბრძოლაში. მათ ყვითელი ავტობუსებით წასვლას - გათელვა არჩიეს. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.

მხოლოდ ამ სულმა გაგვითენა დღევამდელი შეურიგებელი დღე. უთქვენოდ ერთ ბრძოლაზე ბევრად მეტს წავაგებდით - ომს საკუთარი ქვეყნისთვის. No retreat, no surrender!”, - წერს დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.