გულისამრევებო, მიდით ახლა ახალგაზრდები დაგმეთ, პროვოკატორებად და ქვეყნის მტრებად გამოაცხადეთ - ნიკა გვარამია
გულისამრევებო, მიდით ახლა ახალგაზრდები დაგმეთ, პროვოკატორებად და ქვეყნის მტრებად გამოაცხადეთ - ნიკა გვარამია

A+ A-

14:16 11/07/2019

“ჩვენო ოქროს ახალგაზრდობავ, ჩემი და ჩემზე უფროსი თაობებივით რომ არც გეშინიათ ამ კაციჭამიის და არც რომ რუსული გინება გჭირდებათ (და, ალბათ, არც თქვენ იცით) პოზიციის უმწვავესად გამოსახატად.

ყველაფერში გვჯობიხართ, მოკლედ“, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოაციალურ ქსელში წერს.

“ps სხვათა შორის, ფეხით გადაუარეს. მიდით ახლა, გულისამრევებო, გამოვარდით, დაგმეთ, პროვოკატორებად და ქვეყნის მტრებად გამოაცხადეთ, მათი თავების პუტინისთვის გადაგდება მოითხოვეთ და ბორჯომიდაღვინო იკივლეთ“,- წერს გვარამია.

ცნობისთვის, ბათუმში სამოქალაქო აქტივისტემვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სურათს ფეხით გადაუარეს.