“საჯაროდ ვუხდი ბოდიშს დავით უსუფაშვილს, არ იმსახურებდა ჩემგან... “საბოდიშო არაფერია, შოთა“
“საჯაროდ ვუხდი ბოდიშს დავით უსუფაშვილს, არ იმსახურებდა ჩემგან... “საბოდიშო არაფერია, შოთა“

A+ A-

14:18 11/07/2019
ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი “შენების მოძრაობის“ ლიდერს დავით უსუფაშვილს საჯარო ბოდიშს უხდის. როგორც დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან უსამართლოდ მკაცრად განსაჯა უსუფაშვილი, როდესაც მას მოღალატე უწოდა.
 
“ემოციურად დამუხტულ ატმოსფეროში, გაღიზიანებულმა, დავით უსუფაშვილი უსამართლოდ, მკაცრად განვსაჯე. არ ვიყავი უსიამოვნო მომენტის შეფასებაში მართალი და საჯაროდ ვუხდი მას ბოდიშს. არ იმსახურებდა ჩემგან ასეთ სიტყვებს."
 
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის პოსტს თავად დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საბოდიშო არაფერია.
 
“შოთა, ნამდვილად და არა პოზირებისთვის, საბოდიშო არაფერი გაქვს ჩემთან. ასეთ დაძაბულ დღეებში ბევრი გაუგებრობა ხდება ხოლმე... ქვეყნის სწორად დალაგების საქმეს შეჭიდებულები ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგებასაც ყოველთვის შევძლებთ. წარმატებები!“ - წერს უსუფაშვილი.
 
შეგახსენებთ, შოთა დიღმელაშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და მას მოღალატე უწოდა. “გაცნობაც ვერ მოვასწარით, არა თუ დამეგობრება და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა უკვე ღალატიც მოასწრო.უსუფაშვილი, სვეშჩამი!".
 
მისი ეს კომენტარი დავით უსუფაშვილის ამ განცხადებას მოჰყვა: "არ ვიცი, გახარია გადადგება თუ არა, მე ვფიქრობ, რომ უნდა გადადგეს, მაგრამ პროპორციული არჩევნების ნაწილში ძეობა გვაქვს და შეგიძლიათ გაიღიმოთ".