აკაკი ზოიძე შევარდნაძის გახრწნილი სისტემის მსახური იყო, ახლა ივანიშვილის გახრწნილებას ემსახურება - თამარ ჩერგოლეიშვილი
აკაკი ზოიძე შევარდნაძის გახრწნილი სისტემის მსახური იყო, ახლა ივანიშვილის გახრწნილებას ემსახურება - თამარ ჩერგოლეიშვილი

A+ A-

15:11 11/07/2019

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი სოცლიალურ ქსელში აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ დეპუტატი აკაკი ზოიძე 2003 წელს ედუარდ შევარდნაძის მსახური იყო, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ემსახურება.

“აკაკი ზოიძე 2003 წელს შევარდნაძის გახრწნილი სისტემის მსახური იყო. ახლა ივანიშვილის გახრწნილებას ემსახურება.  აბსოლუტურად კანონზომიერია მისი მხრიდან აქციის ორგანიზატორების ლანძღვა”, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა დეპუტატ აკაკი ზოიძეს სთხოვა, შეეფასებინა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება.

ჟიჟილაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი იყო კრიტიკული საკუთარი მოსახლეობის და აქციის მონაწილეების მიმართ, რაზეც ზოიძემ უპასუხა:

"არანაირი მოქალაქეები, ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა. აი, მაგი არის თავზე ხელს, რომ უსვამთ.

რა მოქალაქეები წარმოიდგინეთ, რისი გულისთვის აკეთებენ ამას“- განაცახდა აკაკი ზოიძემ.

დეპუტატმა დღეს აღნიშნული განცხადება განმარტა:

“ყოველგვარი ორაზროვანების თავიდან ასაცილებლად თუ რა ვთქვი პოლიტმეტრში:

ნაციონალური მოძრაობა არის მეხუთე კოლონა და ამ ქვეყნის მტერი, და ისინი უნდა მკვეთრად გავმიჯონოთ იმ ახალგაზრდებისგან რომელიც დგანან და ასევე მოითხოვენ გახარიას გადადგომას”, - დაწერა სოციალურ ქსელში აკაკი ზოიძემ.