ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას - ბიძინა ივანიშვილი
ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას - ბიძინა ივანიშვილი

A+ A-

16:18 11/07/2019

"დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა.

მისივე თქმით, საქართველოს ერთადერთი არჩევანი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა.

"ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით, ჩვენ ჩავეწერებით ამ ოჯახში - განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”, - განაცახდა ბიძინა ივანიშვილმა.