გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დღეს აქცია "ტვპირველთან" გაიმართება - გიგა მაქარაშვილი
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დღეს აქცია "ტვპირველთან" გაიმართება - გიგა მაქარაშვილი

A+ A-

17:00 11/07/2019

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით დღეს აქცია ტელეკომპანია პირველთან გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.

როგორც მაქარაშვილი წერს, აქციის მონაწილეები მივლენ ტელეკომანიის შენობასთან და მოითხოვენ გახარიას გადადგომას.

მაქარაშვილის ინფორმაციით აქცია ყველა კანონის დაცვით ჩაივლის.

"გახარია მიდის დღეს ტვ პირველზე სტუმრად! დღეს ჩვენებმა ჩაუშალეს სიტყვით გამოსვლა ბათუმში და ვფიქრობთ კარგი იქნება თუ მეორე გამოსვლასაც არ დავტოვებთ ხმაურის გარეშე.

გეგმა ასეთია: 1. 19:30 ვიკრიბებით ღუდიშაურის შესასვლელთან, ბენზინგასამართია მანდ და მანქანებსაც დავაპარკინგებთ.

2. ვინაწილებთ ტრანსპარანტებს, დროშებს და სასტვენებს (რომლებსაც მე მოვიტან)

3. ერთად გადავდივართ სტუდიისკენ (450-500 მეტრია სულ)

4. ერთ ხმაში ვხმაურობთ პერიმეტრზე

5. არ ვარღვევთ არცერთ კანონს 6. გადაცემის დასრულების შემდეგ ერთად ვბრუნდებით სამშობლოს სამსახურში. კომენტარებში დაპლიუსდით წამომსვლელები, რომ საკმარისი ატრიბუტიკა განვსაზღვროთ", - წერს მაქარაშვილი.

შეგახსენებთ, შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს ტელეკომპანია პირველის გადაცემა „რეაქციაში“ 20:00 საათზე სტუმრად მივა. აღსანიშნავია, რომ უკვე 22 დღეა პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

22 დღეა დემონსტრანტები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ და დაშლას არ აპირებენ, სანამ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

#სირცხვილია - ასე ქვია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ პროტესტს, რომელიც ათასობით ადამიანს აერთიანებს.