ლარმა გამყარება დაიწყო
ლარმა გამყარება დაიწყო

A+ A-

17:33 11/07/2019

11 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8476 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8542 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.66 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2098 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2027 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.71 თეთრი შეადგინა.

გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5022 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.5760 ლარი
ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 ივლისიდან შევა ძალაში.