შს მინისტრი ბათუმის კონფერენციიდან მოხსნეს - გახარია იზორიამ ჩაანაცვლა
შს მინისტრი ბათუმის კონფერენციიდან მოხსნეს - გახარია იზორიამ ჩაანაცვლა

A+ A-

17:55 11/07/2019

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმის კონფერენციის დღის წესრიგიდან მოხსნეს. პროგრამაში ეწერა, რომ გიორგი გახარია დღეს სიტყვით უნდა გამოსულიყო და დისკუსიის რეჟიმში კონფერენციის ქართველი და უცხოელი სტუმრების კითხვებზე ეპასუხა.

გიორგი გახარიას შავი ზღვის უსაფრთხოებაზე უნდა ესაუბრა. თუმცა, მოულოდნელად, პროგრამაში ცვლილება შევიდა და გახარია კონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჩაანაცვლა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შს მინისტრი ლევან იზორიათი ჩანაცვლების შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ შს მინისტრი მიმდინარე აქციებისა და 20 ივნისის სისხლიანი ღამის ფონზე მოერიდა უცხოელ სტუმრებთან შეხვედრას.