გიორგი გახარიას გადაცემა "რეაქციაში" კითხვებზე პასუხის გაცემა აქციის ფონზე უწევს (LIVE)
გიორგი გახარიას გადაცემა "რეაქციაში" კითხვებზე პასუხის გაცემა აქციის ფონზე უწევს (LIVE)

A+ A-

19:51 11/07/2019

შს მინისტრ გიორგი გახარიას ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებზე პასუხის გაცემა, ტელეკომპანიის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ფონზე უწევს.

აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას უკვე 22 დღეა მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრანტები დაშლას არ აპირებენ, სანამ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

#სირცხვილია - ასე ქვია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ პროტესტს, რომელიც ათასობით ადამიანს აერთიანებს.