"ამ მომენტში წასვლა არის არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა"
"ამ მომენტში წასვლა არის არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა"

A+ A-

20:43 11/07/2019

შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობიდან წასვლა იქნება არა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა.

"ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ამ მომენტში წასვლა არის არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ამ ახალგაზრდებს არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს იყო საქართველოსნაირ ქვეყანაში შს მინისტრი. შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იყო შტურმით აღებული, კიდევ ერთხელ ესხმიან თავს, როდესაც ოკუპაციის საფარქვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები, ადამიანების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად, პარლამენტის შენობაზე, ვერ ხსნიან დღესაც რა მიზნით და რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი, შენ - შს მინისტრი დგახარ გადაწყვეტილების წინაშე - გადაარჩინო შენი იმიჯი, თუ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელზეც თვლი, რომ არის სწორი და კანონიერი. მინდა იმ აქტივისტებს, რომლებსაც სწამთ, რომ სწორ საქმეს აკეთებენ და პოლიტიკოსებს, რომლებიც მათ ზურგს უკან ფონს უმაგრებენ, კონკრეტული პარტიის კონკრეტულ აქტივისტებს მინდა ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შეჭრით, ძალაუფლების შეცვლა შეუძლებელია", - განაცხადა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.