"ეს ტყვია არის არალეტალური, ის მთელ მსოფლიოში კანონით არის გათვალისწინებული გამოსაყენებლად"
"ეს ტყვია არის არალეტალური, ის მთელ მსოფლიოში კანონით არის გათვალისწინებული გამოსაყენებლად"

A+ A-

20:48 11/07/2019

შს მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ ნარინჯისფერი ტყვიები, რომლებიც 20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე გამოიყენეს, არა ლეტალურია და მისი გამოყენება კანონით არის გათვალისწინებული.

"ეს ტყვია არის არალეტალური, ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემისთვის გამოსაყენებლად", - განაცხადა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.

კითხვაზე, რატომ გამოიყენეს ეს ტყვიები მშვიდობიანი აქციის წევრების წინააღმდეგ, რომელსაც შესაძლოა ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს, გიორგი გახარიამ უპასუხა: "ვინ იყო მშვიდობიანი მომიტინგე? ეს ტყვიები იყო კანონით გათვალისწინებული, პოლიცია იყო იძულებული, რომ გამოეყენებინა".