"8 ივლისს ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული, რადიკალური ჯგუფები - ხოშტარია, ბოკერია - ვასაძე, ფალავანდიშვილი იდგნენ"
"8 ივლისს ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული, რადიკალური ჯგუფები - ხოშტარია, ბოკერია - ვასაძე, ფალავანდიშვილი იდგნენ"

A+ A-

21:18 11/07/2019

"8 ივლისს ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული, რადიკალური ჯგუფები - ხოშტარია, ბოკერია - ვასაძე, ფალავანდიშვილი იდგნენ", - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

“8 ივლისს ქალაქში ჩატარდა 4 აქცია, ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებულები, როდესაც ერთ მხარეს გვყავდნენ ქალბატონი ხოშტარია და ბატონი ბოკერია, ხოლო მეორე მხარეს გვყავდნენ ვასაძე და ფალავანდიშვილი, აბსოლუტურად რადიკალური, ერთმანეთისგან არაფრით არ განსხვავებული რადიკალური ჯგუფები. თავისი რადიკალიზმით არაფრით არ განსხვავდებიან. როდესაც პუშკინის სკვერში იკრიბება, შეიძლება სამართლიანი პროტესტისთვის და პოლიცია გთხოვს, რომ იქ არის აგრესიული ჯგუფი და იქნებ აქ გამოთქვათ პროტესტი. როდესაც ეს ხალხი, ვითომ ინტელექტუალური ოპოზიცია ამოფარებულია ამ ახალგაზრდებს და ამბობს, რომ მათ ემოციებს ვერ ვაკონტროლებთ და აუცილებლად მარში უნდა ჩავატაროთ და შევქმნათ დაპირისპირების და ემოციის კერა, ეს არის რადიკალური ოპოზიცია”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.