შსს ხატია დეკანოიძეს, ბაჩუკი ქარდავას, გუბაზ სანიკიძესა და ირაკლი ღლონტს გამოკითხვაზე იბარებს
შსს ხატია დეკანოიძეს, ბაჩუკი ქარდავას, გუბაზ სანიკიძესა და ირაკლი ღლონტს გამოკითხვაზე იბარებს

A+ A-

22:24 11/07/2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხატია დეკანოიძეს, ბაჩუკი ქარდავას, გუბაზ სანიკიძესა და ირაკლი ღლონტს გამოკითხვაზე იბარებს.

შსს-ს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამინისტროში გამოკითხვაზე ხვალ, 12 ივლისს არიან დაბარებული.

ოპოზიციის წარმომადგენლების შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.

გაერთიანებული ოპოზიციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ყველა მათგანი მოითხოვს დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს.

20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე დაიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე.