"ბიძინა არ გამოგივა, არ გამოგვივა შე სერგო ორჯონიკიძე, შე ყორღანაშვილო, ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ"
"ბიძინა არ გამოგივა, არ გამოგვივა შე სერგო ორჯონიკიძე, შე ყორღანაშვილო, ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ"

A+ A-

22:25 11/07/2019

"ბიძინა არ გამოგივა, არ გამოგვივა შე სერგო ორჯონიკიძე, შე ყორღანაშვილო, ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ და ნეტა დამიჭირო რა!" - ამ განცხადებით გუბაზ სანიკიძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი ერთ-ერთია იმ ოთხ ოპოზიციონერ ლიდერს შორის, რომლებსაც 20 ივნისის აქციის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე იბარებენ.

როგორც გუბაზ სანიკიძე აცხადებს, ის მზად არის მივიდეს გამოკითხვაზე, თუმცა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

"ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ერმა იხილა, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული და გვყავს კოლაბორაციონისტული ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილს დავალებული აქვს, რომ პატრიოტები, პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ძალიან ეშინიათ სხვათა შორის, არ დაგიმალავთ და მე მგონი, თვითონაც აღარ მალავენ უკვე, ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა მოგვაქციოს ციხეში და იზოლირება გაგვიკეთოს. ბიძინა არ გამოგივა რა, არ გამოგვივა შე სერგო ორჯონიკიძე, შე ყორღანაშვილო რა. ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ და ნეტა დამიჭირო რა. ხვალ 10:30 საათზე, მე წამომყვება ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი, ვალერი გელბახიანი და ვაპირებთ განცხადების შეტანას და მაგისტრანტ მოსამართლესთან მზად ვარ დაკითხვაზე მივიდე,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ "რუსთავი 2"-თან.

ხატია დეკანოიძეს, გუბაზ სანიკიძეს, ირაკლი ღლონტს და ბაჩუკი ქარდავას შსს დაკითხვაზე ხვალ იბარებს.