მამისონის უღელტეხილზე მეწყერის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
მამისონის უღელტეხილზე მეწყერის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

A+ A-

10:55 12/07/2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექების შედეგად, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ147-კმ149 მონაკვეთზე ჩამოსულია მიწა-კლდის მასა. 

მეწყერის გამო, აღნიშნული მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.