"დილის 7 საათამდე დარჩენილი ჯგუფი უბრალოდ არბევდა ქალაქს, ვხედავდი ზემოდან და რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად"
"დილის 7 საათამდე დარჩენილი ჯგუფი უბრალოდ არბევდა ქალაქს, ვხედავდი ზემოდან და რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად"

A+ A-

11:04 12/07/2019

20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს შს მინისტრთან ერთად, პარლამენტიდან რამდენიმე ქვეყნის ელჩი ადევნებდა თვალს - ამის შესახებ გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით. ის უშუალოდ ადევნებდა თვალს თუ რა ხდებოდა 20-21 ივნისის ღამეს და მასთან ერთად ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ელჩიც იმყოფებოდა.

"დილის 7 საათამდე დარჩენილი ჯგუფი უბრალოდ არბევდა ქალაქს. ახლა რაც შეეხება მე სად ვიყავი, მე ვიყავი იქ და ვუყურებდი ამას ყველაფერს და უშუალოდ ვხედავდი ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.