პირველად მესმის, რომ ვინმემ 20 ივნისს ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა - ვლადიმერ კონსტანტინიდი
პირველად მესმის, რომ ვინმემ 20 ივნისს ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა - ვლადიმერ კონსტანტინიდი

A+ A-

11:31 12/07/2019

ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

როგორც კონსტანტინიდმა განაცხადა, ასეთი რამ საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით არ ყოფილა.

„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. არ ყოფილა ასეთი რამ,- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი 20 ივნისს რამდენიმე ქვეყნის ელჩთან ერთად პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა.