ნინი ქარსელაძის მამა გარდაიცვალა
ნინი ქარსელაძის მამა გარდაიცვალა

A+ A-

12:33 12/07/2019

1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი გმირის გია ქარსელაძის ძმა და მომღერალ ნინი ქარსელაძეს მამა, თეიმურაზ (თეკუჩა) ქარსელაძე გარდაიცვალა. თეკუჩა ქარსელაძეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ნინი ქარსელაძე წერდა, რომ მამამისი კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით იწვა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო შეერთებული, მისივე ცნობით, არ უმუშავებდა არცერთი ფილტვი.

“მამა!!!! ახლა წასვლის დრო არ არის…. ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ხოდა არ დამტოვო, მჭირდები!!!! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და გამოძვრე ამ მდგომარეობიდან!!! მთელი დღე შენთან გავატარე და იცი რას მივხვდი? ცხოვრება ერთი წამია, ხოდა ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული ყოფილა მნიშვნელოვანი! მიყვარხარ!

ძალიან დიდი მადლობა ევექსი • EVEX მთელს გუნდს, თითოეულ ექიმს, ექთანს და მომსახურე პერსონალს!” – წერდა ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში.