ქართველ პარლამენტარებს 15 ივლისს შევხვდებით - კონსტანტინ კოსაჩოვი
ქართველ პარლამენტარებს 15 ივლისს შევხვდებით - კონსტანტინ კოსაჩოვი

A+ A-

12:43 12/07/2019

რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანინ კოსაჩოვი და მისი პირველი მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი ქართველ პარლამენტართა დელეგაციას 15 ივლისს შეხვდებიან. ამის შესახებ „რია ნოვიოსტის“ თვით კოსაჩოვმა განუცხადა.

„საქართველოს დელეგაციას ორშაბათს შევხვდებით, განვიხილავთ მიმდინარე ურთიერთობებს ქვეყნებს შორის და კრიზისის გადალახვის პერსპექტივას, მათ შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგის აწყობის გზით“, განაცხადა კოსაჩოვმა.

ქართველ დეპუტატთა ჯგუფი „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის გიორგი ლომიას ხელმძღვანელობით მოსკოვში კვირას, 14 ივლის ჩადის. მათ შეხვედრები ექნებათ სახელმწიფო სათათბიროშიც.