20 ივნისს პარლამენტში არ ყოფილა ევროკავშირის ელჩი საქართველოში
20 ივნისს პარლამენტში არ ყოფილა ევროკავშირის ელჩი საქართველოში

A+ A-

13:02 12/07/2019

20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად არ ყოფილა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

როგორც "რადიო თავისუფლებას" უთხრეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში, ელჩი კარლ ჰარცელი, 20 ივნისის დილიდან დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც რეგიონული ღონისძიებები იყო დაგეგმილი.

11 ივლისს, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "TV პირველი" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლას ის პარლამენტის შენობიდან ადევნებდა თვალს და მასთან ერთად იყვნენ სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები.