გიორგი გახარია სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის და უნდა გადადგეს - ფიქრია ჩიხრაძე
გიორგი გახარია სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის და უნდა გადადგეს - ფიქრია ჩიხრაძე

A+ A-

13:23 12/07/2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თანაგუნდელი, პოლიტიკოსი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარია სახელმწიფოს საფრთხეს უქმნის და უნდა გადადგეს.

"გიორგი გახარიას ინტერვიუმ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. თუ ადამიანი მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, მაშინ შესაბამისი ქმედებებიც უნდა განახორციელოს. გიორგი გახარიას მიერ აღებული პასუხისმგებლობა რაში გამოიხატა?! დანაშაული უკვე ჩადენილია. შს მინისტრს ბევრი პასუხისმგებლობა აქვს საკუთარ თავზე ასაღები, რადგან ის ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეა. ფაქტია, გიორგი გახარია საკუთარ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს. მეტიც, სახელმწიფოს უქმნის საფრთხეს, ნაცვლად აღნიშნულის აცილებისა. გიორგი გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს და თანამდებობიდან უნდა გადადგეს. სისხლის სამართლებივ პასუხისმგელობაში კი უნდა მიეცენ ის პირები, რომლებმაც უფლებამოსილებას თვითნებურად გადაამეტეს", - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი არსებობს თუ არა, ეს ობიექტურმა გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.

"ჩვენ გვაქვს ხაზი გაკვეთილებისა, რომლებსაც ხელისუფლება არ ითვალისწინებს. გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც ვერ ხედავდნენ თავიანთი თანამდებობის პირების, მათ შორის, შს მინისტრის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს. დღეს შს მინისტრი ციხეში იჯდებოდა. ადრე თუ გვიან 20-21 ივნისს მიმდინარე აქციის შესახებ გამოძიება სამართლიანად წარიმართება და პასუხისმგებელი პირები აუცილებლად დაისჯებინ. ხელისუფლება არ უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ ხელი დააფაროს კონკრეტულ პირებს", - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.