ქეთა თოფურია ბათუმში კონცერტის გაუქმებას უარყოფს
ქეთა თოფურია ბათუმში კონცერტის გაუქმებას უარყოფს

A+ A-

13:26 12/07/2019

"ა სტუდიოს“ ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ბათუმში მათი კონცერტი არ გაუქმებულა. თოფურიას თქმით, კონცერტი ბათუმში უახლოეს მომავალში ჩატარდება.

"ჩვენი კონცერტი არ გაუქმებულა. ჩვენი კონცერტი უბრალოდ გადაიდო. ახლო მომავალში როგორც კი ზუსტად გაარკვევენ თარიღს, აუცილებლად გაგაგებინებთ და შევხვდებით“, - ამბობს ქეთა თოფურია თავის ვიდეო მიმართვაში.

შეგახსენებთ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთა თოფურიამ და ჯგუფმა "ა სტუდიომ“ საქართველოში კონცერტი ბოიკოტის გამო გააუქმაეს. ცნობისთვის, "ა სტუდიოს“ კონცერტი ბათუმში კლუბ "UP2U”-ში იყო დაგეგმილი.