თბილისის სკოლებში იტალიური ენის სწავლება დაიწყება
თბილისის სკოლებში იტალიური ენის სწავლება დაიწყება

A+ A-

13:36 12/07/2019

თბილისის სკოლებში იტალიური ენის სწავლება დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ირინა აბულაძისა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდრაზე იქნა მიღებული.

"იტალიის მთვარობის ინიციატივითა და საქართველოში იტალიის საელჩოს ძალისხმევით, სექტემბერიდან თბილისის 20 სკოლაში იტალიური ენის სწავლება დაიწყება. მინდა აღვნიშნო, რომ საელჩო უზრუნველყოფს პედაგოგების გადამზადებას, მათ შრომით ანაზღაურებასა და მოსწავლეების სახელმძღვანელოებით მომარაგებას“, - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ქართველი ახალგაზრდები სამაგისტრო პროგრამას იტალიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაივლიან. შეგახსენებთ, ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია 11 ივლისს დაიწყო და 13 ივლისს დასრულდება.