გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მე მგონი, კიდევ სხვა ელჩებიც, რომლებიც თავისით მივიდნენ - დავით ზალკანიანი
გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მე მგონი, კიდევ სხვა ელჩებიც, რომლებიც თავისით მივიდნენ - დავით ზალკანიანი

A+ A-

13:50 12/07/2019

ელჩები ფიზიკურად არ მიგვიყვანია პარლამენტში, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას - აცხადებს საქართველოს საგარეო მინისტრი, თუმცა ზალკალიანი ვერ აკონკრეტებს რომელი ქვეყნების ელჩები იმყოფებოდნენ პარლამენტში 20 ივნისის ღამეს. ზალკალიანი ამბობს, რომ მას მხოლოდ გერმანიის ელჩი ახსოვს

„სიტუაციის განვითარების მიხედვით ბუნებრივია, ქვეყანაში აკრედიტირებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აქ გასაკვირი არაფერია, რომ გვქონდა მათთან მუდმივი კომუნიკაცია, თუმცა მათ აქვთ საკუთარი წყაროები და ინფორმირებული იყვნენ სწორედ მათგან. ჩვენი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქცია არის ელჩებს მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია. ეს არ არის ფიზიკური მობილიზაცია, ისინი ფიზიკურად არ მიგვიყვანია პარლამენტში, ისინი თვითონ მივიდნენ და გაეცნენ არსებულ სიტუაციას

გერმანიის ელჩი მახსოვს და იყვნენ მე მგონი, კიდევ სხვა ელჩებიც, რომლებიც თავისით მივიდნენ და ადგილზე გაეცნენ სიტუაციას“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.