"კურდღელი და ნაცარქექია ბიძინა ივანიშვილის არ გვეშინია"
"კურდღელი და ნაცარქექია ბიძინა ივანიშვილის არ გვეშინია"

A+ A-

14:56 12/07/2019

“ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ შეგვაშინებს, გავჩერდებით და ხმას აღარ ამოვიღებთ. კურდღელს ყველა კურდღელი ჰგონია. ივანიშვილი თვითონ არის მშიშარა და ჰგონია, რომ მეც შევშინდები. დამიჭიროს რა პრობლემაა?!“,- ამის შესახებ “2020NEWS”- თან პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკაში ბრძოლის არც ერთ ეტაპზე შეშინებია.

“როცა პატარა ბიჭი ვიყავი საბჭოთა კავშირს ვებრძოდი, მაშინ არ შემშინებია დაჭერის/ მოკვლის და კურდღელი ივანიშვილის შემეშინდება?! ის ერთი ჩვეულებრივი ნაცარქექიაა“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. ცნობისთვის, შს სამინისტრომ „გამარჯვებული საართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გუბაზ სანიკიძე 225-ე მუხლის ფარგლებში გამოკითხვაზე მოწმის სახით დაიბარა.