"შს მინისტრი არ უნდა გადადგეს, ის არის პასუხისმგებლიანი და გულწრფელი თავის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში"
"შს მინისტრი არ უნდა გადადგეს, ის არის პასუხისმგებლიანი და გულწრფელი თავის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში"

A+ A-

15:07 12/07/2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ქანთარიას შეფასებით, შს მინისტრი გიორგი გახარია თავისი მსოფლმხედველობით გამოკვეთილი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფიგურაა. დეპუტატის თქმით, გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში გიორგი გახარიას პასუხები კითხვებზე იყო სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული. ალექსანდრე ქანთარია ამბობს, რომ გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს.

"კვლავ გამოჩნდა, რომ შს მინისტრი აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური ფიგურაა. გახარიამ პირდაპირ ეთერში კიდევ ამომწურავად ისაუბრა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე და ჟურნალისტის არცერთ მწვავე კითხვას არ გაქცევია. მისი პასუხები იყო გულწრფელი, კვალიფიციური, სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული და რაც მთავარია, პასუხისმგებლიანი მინისტრის, რომელიც ერთნაირად გრძნობს თანამდებობრივ ვპასუხისმგებლობას როგორც მოქალაქეების, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მხრივ.

საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის და ყველა პასუხისმგებელი პირი გამოიკვეთება, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს შს მინისტრი არ უნდა გადადგეს. ის არის პასუხისმგებლიანი, საქმიანი და გულწრფელი თავის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში. ყველა ხედავს, რომ გახარია არის მტკიცე და გაბედული ფიგურა და გამიზნულად მიმდინარეობს მასზე შტურმი გარკვეული პატარა ჯგუფებისგან. ვიმეორებ, პრინციპულობა, გაბედულება და სიმტკიცე - აი, რა ვერ აიტანეს და რის გამო ითხოვენ გახარიას გადადგომას. და რაც მთავარია შს მინისტრმა არაერთხელ დაადასტურა, რომ მას კრიზისების მართვა შეუძლია, რომ თავისი მსოფლმხედველობით გამოკვეთილი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ფიგურაა“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.