"თანამდებობიდან ბევრი გადამდგარა და ისტორიის სანაგვეზე აღმოჩენილა“
"თანამდებობიდან ბევრი გადამდგარა და ისტორიის სანაგვეზე აღმოჩენილა“

A+ A-

14:56 12/07/2019

“გიორგი გახარია არის ბიძინა ივანიშვილის ჩვეულებრივი ხისთავიანი მონა. წარმოიდგინეთ “ქართულ ოცნებაში“ ითვლება, რომ გიორგი გახარია ყველაზე ჭკვიანია და სხვები რა დღეში იქნებიან?! გახარია არის მანიაკი, სისხლიანი მინისტრი, რომელიც სამომავლოდ პასუხს აგებს ქართველი ხალხის წინაშე“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გუბაზ სანიკიძემ "2020NEWS"განუცხადა. მისივე თქმით, გიორგი გახარია თანამდებობას აუცილებლად დატოვებს.

“სახელწმიფო გადატრიალება იყო ის, როცა ჩაჯდა ოკუპანტი ზვიად გამსახურდიას სავარძელში. მაშინ რატომ არ დაიცვა პარლამენტი გიორგი გახარიამ, როცა სერგეი გავრილოვი საკანონდებლო ორგანოში შევიდა?! ეს ხელისუფლება იცავს სახელმწიფოს ქართველი ახალგაზრდებისგან და ჩაბარებული არის რუსეთს. ბიძინა არის სერგო ორჯონიკიძე, ხოლო გიორგი გახარია და „ქართული ოცნების“ წევრები მისი მიმდევრები. ბევრი არ აპირებდა თანამდებობიდან გადადგომას, მაგრამ გადამდგარა და ისტორიის სანაგვეზე აღმოჩენილა. გიორგი გახარიაც არ მყავდეს ალექსანდრე მაკედონელი. რაც უფრო დიდხანს გაჩერდება თანამდებობაზე, მით უფრო დაზიანებული წავა“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.