"გიორგი გახარია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს"
"გიორგი გახარია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს"

A+ A-

16:46 12/07/2019

"შს მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს. შესანიშნავი ახსნა-განმარტება გააკეთა მინისტრმა. რამდენჯერაც რუსთაველზე ხუთასი კაცი შეიკრიბება, იმდენჯერ შს მინისტრი უნდა გადადგეს?! არამგონია, ეს მართებული იყოს“,- ამის შესახებ “2020NEWS“ -თან “ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მართული.

“ეს აქცია, სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მართული. ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა ჩავიბეჭდოთ გონებაში, რომ ხელისუფლების ცვლა არჩევნების გარეშე არ შეიძლება. ყველამ უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ ხელისუფლების ცვლილება ძალადობით არ შეიძლება“,- განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ. ცნობისთვის, საზოგადოების ნაწილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას 23-ე დღეა ითხოვს.