"ჩვენ ზოგადად პუტინის განცხადებას მივესალმებით, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მძიმედ მოისმინა ეს მისი პასაჟი გენოციდზე“
"ჩვენ ზოგადად პუტინის განცხადებას მივესალმებით, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მძიმედ მოისმინა ეს მისი პასაჟი გენოციდზე“

A+ A-

17:37 12/07/2019

„ჩვენ ზოგადად პუტინის განცხადებას მივესალმებით, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მძიმედ მოისმინა ეს მისი პასაჟი გენოციდზე“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა. როგორც ადა მარშანია აცხადებს, პუტინის საუბარი გენოციდზე, მათთვისაც მძიმე მოსასმენი იყო და მოსკოვში ამას დააფიქსირებენ.

„ჩვენი მოსახლეობისთვის მძიმე მოსასმენი იყო, როდესაც პუტინი გენოციდზე საუბრობდა. უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ ასევე მძიმედ გვაწუხებს ეს. ამასობაში უნდა გესმოდეთ, რომ შეხვედრას, მოლაპარაკებას ასეთ მძიმე ფონზე, თავისი სტრატეგია აქვს. საუბარი რომ შედგეს რა უნდა გავაკეთოთ, დავარტყათ? თუ გამარჯობა უნდა ვუთხრათ და ვუთხრათ, რომ დამძიმდა ჩვენი ურთიერთობები. ჩვენ ზოგადად პუტინის განცხადებას მივესალმებით, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მძიმედ მოისმინა ეს მისი პასაჟი გენოციდზე.

ცხადია ჩვენ ამას დავაფიქსირებთ და ვიტყვით, რომ ასე არ მიგვაჩნია საქართველოში. იცით, აფხაზებს მართლა ასე მიაჩნიათ, რომ 1992-93 წელს მცირერიცხოვან აფხაზ ხალხს ქართველებმა გაუკეთეს გარკვეული გენოციდი, თქვენ ეს არ გაგიგონიათ არასოდეს? უბრალოდ ჩვენთან ამაზე საუბარი არ არის მიღებული, უნდა იცოდეთ, რომ ამ ორ რეგიონში ძალიან მძიმედ გვაქვს საქმე. დავიწყებამ ჰპოვა ამ თემამ, რომ აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის გენოციდი იყო. დედაჩემის მხარე, გუგუშვილები, აფხაზეთში ყველა დამიხოცეს, 13 ადამიანი დახოცეს.

მე ეს არასოდეს მითქვამს საჯაროდ, აფხაზებიც თვლიან, რომ ქართველებმა მათ გაუკეთეს გენოციდი. ამით მინდა აგიხსნათ, რომ ძალიან მძიმე ფონია, ჩვენ აქ ჩვენივე რაღაც ამბებში ვიხარშებით, თემები ცოტა მითოლოგიზირებული გვაქვს და რეალობას მომწყდარი ვართ. პუტინის ამ განცხადებამ, ამ მძიმე მომენტმა გამოგვაფხიზლა, იცით რა თვალსაზრისით? გავიაზროთ რა უმძიმეს მდგომარეობაშია ეს საკითხი, ქვეყნის გამთლიანება და რეგიონში პროცესები. მე ვხედავ, სამწუხაროდ, რომ კონფლიქტის ისტორია, მიზეზები, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი აფხაზეთში თავის დროზე, პრაქტიკულად არავინ იცის, არ ვგულისხმობ პროფესიოალურ დონეზე, ზოგადადაც არ ვიცით მიზეზები“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მხარს არ დაუჭერს, „ქართველი ხალხის პატივისცემის გამო“. ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ ქართველებმა ოსეთში გენოციდი მოაწყვეს, 1918 წელს კი აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინეს.