"ტორპედოს“ მწვრთნელმა რუსულად დასმულ კითხვას ქართულად უპასუხა
"ტორპედოს“ მწვრთნელმა რუსულად დასმულ კითხვას ქართულად უპასუხა

A+ A-

18:48 12/07/2019

ქუთაისის "ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ორდაბასისთან" 0:1 მარცხის შემდეგ, ყაზახ ჟურნალისტს მიერ დასმულ კითხვაზე, ქართულად უპასუხა.

- გავიგეთ, რომ რუსულ ენას კარგად ფლობთ, მაგრამ ქართულად გვესაუბრებით, რატომ?

„იმიტომ, რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად“, - უპასუხა ყაზახ ჟურნალისტს კახა ჩხეტიანმა.