​სომალიში სასტუმროზე მომხდარი თავდასხმის დროს 24 ადამიანი დაიღუპა
​სომალიში სასტუმროზე მომხდარი თავდასხმის დროს 24 ადამიანი დაიღუპა

A+ A-

12:52 13/07/2019

​სომალიში სასტუმროზე მომხდარი თავდასხმის დროს 24 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ორი ჟურნალისტია. „ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

თავდასხმა სომალის სამხრეთ ნაწილში, საპორტო ქალაქ კისმაიოში მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტი სასტუმრო „ასასის“ ტერიტორიაზე ავტომობილით შეიჭრა და მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. რის შემდეგაც შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

თავდასხმის დროს შენობაში ადგილობრივი პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ და ახლო მომავალში დაგეგმილ რეგიონულ არჩევნებს განიხილავდნენ.

ჟურნალისტები კი ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. გავრცელებული ცნობით, დაღუპულებს შორის ორი ჟურნალისტი, სომალელი კანონმდებელი და კიდევ ერთი პოლიტიკოსი არიან. პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

აფრიკული კავშირის მშვიდობისმყოფელების და აშშ-ის მიერ გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეების წარმომადგენლობის მიუხედავად, „ალ-შაბააბის“ წევრები დედაქალაქ მოგადიშუსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში თავდასხმებს საკმაოდ ხშირად ახორციელებენ.