ბიონსემ ახალი კლიპი გამოუშვა (ვიდეო)
ბიონსემ ახალი კლიპი გამოუშვა (ვიდეო)

A+ A-

17:41 17/07/2019

ამერიკელმა მომღერალმა  ბიონსემ დღეს, კომპოზიცია Spirit-ის ვიდეოკლიპი საზოგადოებას წარუდგინა. მომღერალი  Disney-ს ახალ ეკრანიზაციაში ნალას როლის გამხმოვანებლის გარდა, საუნდტრეკების შემსრულებელიცაა.

კომპოზიცია Spirit-ი, ისევე, როგორც საკულტო Can You Feel the Love Tonight, The Lion King-ის ახალ ალბომში ერთიანდება. Spirit-ის ვიდეოკლიპი ულამაზესი უკანა ხედებით, კოსტუმებით, ქორეოგრაფიული ნამუშევრით და, რაც მთავარია, მუსიკით გამოირჩევა.

ვიდეოკლიპში ასევე მონაწილეობს  ბიონსეს 7 წლის ქალიშვილი ბლუ აივი.

ალბომის პრემიერა რამდენიმე დღეში გაიმართება. მასში სულ 14 საუნდტრეკია თავმოყრილი.