ერგნეთში მიმდინარე ორმხრივ შეხვედრაზე 10 საკითხს განიხილავენ
ერგნეთში მიმდინარე ორმხრივ შეხვედრაზე 10 საკითხს განიხილავენ

A+ A-

11:50 18/07/2019

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა დაიწყო.

მხარეები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.

დღევანდელ შეხვედრაზე 10 საკითხია დღის წესრიგში შეტანილი, მათ შორის უკანონო ბორდერიზაცია, მოქალაქეთა უკანონო დაკავება.

იანვრიდან დღემდე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების 44 ფაქტი დაფიქსირდა. ამ დროისთვის, ყველა მათგანი გათავისუფლებულია. შეხვედრაზე ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იქნება არჩილ ტატუნაშვილის საქმე.

ქართული მხარე იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრა პროდუქტიული იქნება.