ვითანამშრომლებთ თუ არა “ოცნებათან“, საუბარი ჯერ შეუძლებელია - გიორგი ახვლედიანი
ვითანამშრომლებთ თუ არა “ოცნებათან“, საუბარი ჯერ შეუძლებელია - გიორგი ახვლედიანი

A+ A-

13:01 18/07/2019

“ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი “2020NEWS“ - თან აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით აპირებს თუ არა “ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის შესახებ საუბარი, ჯერჯერობით, შეუძლებელია.

“ეს არის ის თემა, რომელზეც საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია, სანამ არჩევნების შედეგები არ დადგება. მე როგორი პასუხიც არ უნდა გაგცეთ, სამომავლოდ ვაპირებ თუ არ ვაპირებ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას, ეს ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდება. „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრობლობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, რომ “ერთიანმა საქართველო- დემოკრატიულმა მოძრაობამ“ არჩევნებში სოლიდური შედეგი დადოს, ეს უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ, როგორი ვითარება შეიქმნება ქვეყანაში, რამდენად აუცილებლობა დადგება კოალიციური მთავრობის შექმნის. როგორ გადანაწილება იქნება. ვინ იქნება ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი ხმები ექნება მიღებული“,- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშილმა განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირბეით “ქართული ოცნება“ “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა პოლიტიურ ძალასთან ითანამშრომლებს.