მოგიწოდებთ მობილიზაციისაკენ, ახლა არის საგანგებო სიტუაცია - მიხეილ სააკაშვილი
მოგიწოდებთ მობილიზაციისაკენ, ახლა არის საგანგებო სიტუაცია - მიხეილ სააკაშვილი

A+ A-

13:25 18/07/2019

მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისაკენ, ახლა არის საგანგებო სიტუაცია, ახლა არის ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტყილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

„მოდით, გვერდზე გადავდოთ შვებულებები, დასვენებები, კარგი ცხოვრება, რაღაც სხვა ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ამ საზიზღრობამ, ბოროტებამ, არ უნდა გაიმარჯვოს. ბნელეთის ძალებმა საბოლოოდ საქართველო ხელში არ უნდა ჩაიგდონ. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზაციას, ჩემი აზრით. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, ახლა დავსხდეთ ერთად, ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე, გამარჯვებამდე, ივანიშვილის მოშორებამდე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ დაუყონებლივ რიგგარეშე არჩევნებს, დავიხსნათ მისი კლანჭებისგან სასამართლო სისტემა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.