ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი (LIVE)
ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი (LIVE)

A+ A-

13:28 18/07/2019

"რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგს მართავს და სტრასბურგის გადაწეყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

შეგახსენებთ, სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამასთან, სტრაბუსრგის სასამართლომ ძალაში არ დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დაობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ის გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.