ჩვენთვის სტრასბურგის ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები იქნებოდა - ვოლსკი
ჩვენთვის სტრასბურგის  ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები იქნებოდა - ვოლსკი

A+ A-

13:32 18/07/2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, მისი გუნდისთვის მისაღები იქნებოდა.

„ჩვენთვის ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნებოდა მისაღები, როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა ამ განხილვას. ამჯერად, დადასტურდა, რომ შეჩერების მექანიზმი მოიხსნა დღის წესრიგიდან და დადასტურდა ისიც, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლა მოსარჩელე მხარემ. სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. სახელმწიფოსა და „რუსთავი 2“-ს შორის დავა პრაქტიკულად დასრულდა იმით, რომ სახლემწიფოს პოზიცია ყველა მუხლში მართებულად იქნა ცნობილი“, - აღნიშნა გია ვოლკსიმ.