ქართულმა სასამართლომ კრიტიკული ტესტი ჩააბარა -  მამუკა მდინარაძე
ქართულმა სასამართლომ კრიტიკული ტესტი ჩააბარა -  მამუკა მდინარაძე

A+ A-

13:45 18/07/2019

„დღეს ქართულმა სასამართლომ კრიტიკული ტესტი ჩააბარა“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ნიშანდობლივია ისიც, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკულად სრულმა შემადგენლობამ მიიღო.

„რამდენიმე შემთხვევაში მხოლოდ ერთი მოსამართლის განსხვავებული აზრი, სხვა შემთხვევაში აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება ამ გადაწყვეტილების პათოსს და შინაარს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.