ახალი ტელევიზია გააკეთეთ - აკაკი ზოიძე
ახალი ტელევიზია გააკეთეთ - აკაკი ზოიძე

A+ A-

13:54 18/07/2019

“რუსთავი 2“ - ის ჟურნალიტს აკაკი ზოიძე დარწმუნებულია, რომ "რუსთავი 2"-ში გამოხატვის თავისუფლება არავის შეეზღუდება. ამის შესახებ განცხადება მმართველი გუნდის წევრმა სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ეს იყო ქონებრივი დავა. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, მათ შეუძლიათ ახალი ტელევიზია გააკეთონ.

“უხერხულია როდესაც ვიმსჯელებთ იმაზე, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებით რაიმე გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა. მით უმეტეს თქვენი შეიძლება ასევე ახალი ტელევიზიის მეშვეობითაც გააკეთოთ იგივე. დღეს ახალი ტელევიზიის გახსნას არაფერი წინააღმდეგობა არ აქვს. ეს იყო ქონებრივი დავა, რომელსაც არაფერი გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ აქვს,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მას სურს რომ "რუსთავი 2" კრიტიკული დარჩეს. აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მისთვის "რუსთავი 2" მიუღებელი არასდროს ყოფილა.